საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს ანიტა რაჭველიშვილი გახსნის

საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს  ანიტა რაჭველიშვილი გახსნის

ფესტივალი „All of Greece, One Culture“  18 ივლისს გაიხსნება და მას ქართველი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი  გახსნის.

ათენში ანიტა კამილ სენ-სანსის, ვერდისა და ჯაკომო მეირბერის კომპოზიციებს შეასრულებს.

ფესტივალი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის წარმოდგენები 70 სხვადასხვა  ადგილას გაიმართება.