ამერიკის კინოაკადემიამ 819 კინოხელოვანი დაასახელა 68 ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიის რიგებს შეუერთდებიან. მათ შორის წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი ლევან აკინია.
ამერიკის კინოაკადემიის ახალი წევრები გახდნენ – ბობი კანავალე, სინტია ევირო, ევა ლონგორია, ნატაშა ლიონე, ოლივია უაილდი, ლულუ ვანგი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ამერიკის კინოააკდემიამ წევრად ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე აირჩია.