საფრანგეთის ქალაქ ბორდში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, “Citadelles Du Vin” ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა – 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა – 2018“ და „წინანდალი იბერიული – 2018“. “შუმის” ღვინომ „ბიო საფერავი – 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.
ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა “მეღვინეობა ხარებას” ღვინო „კრახუნა – 2019“.
კონკურსში მსოფლიოს 46 ქვეყნის საუკეთესო ღვინოები მონაწილეობდნენ. ჟიურის წევრები კი მსოფლიოს საუკეთესო ენოლოგები, ღვინის კრიტიკოსები და ღვინის ჟურნალისტები იყვნენ .