შვეიცარია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 20 ივლისიდან გააუქმებს, აღიშნული ინფორმაცია “schengen visa info”-ზე გამოქვეყნდა.
შეზღუდვების გაუქმება შეეხება: კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, რუანდას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ალჟირს, ტუნისს, მაროკოს, ტაილანდს, ურუგვაის, ბულგარეთს, ირლანდიას, ხორვატიას, რუმინეთსა და კვიპროსს.
მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.