საქართველო იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, სიდანაც მოქალაქეები, 1 ივლისიდან, ევროკავშირში მოგზაურობას შეძლებენ.
უსაფრთხო სიაში 15 ქვეყანაა: საქართველო, რუანდა, სერბეთი, ავსტრალია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, კანადა, იაპონია,, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ასევე ჩინეთიც, მაგრამ იმ პირობით, რომ თავის მხრივაც გახსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
სიაში ვერ მოხვდა რუსეთი, ბრაზილია და აშშ.
სია ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დაამტკიცდა და გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.