საქართველოს ხელისუფლების დადგენილება უცხოელთა, ან მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის ვადების შესახებ შეიცვალა და ეს ვადა 31 ივლისამდე გაგრძელდა.
ცვლილებები ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
მოსალოდნელია, რომ 1 ივლისიდან საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეგულაციები უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეხება – მაგალითად, ბიზნესმენებსა და სტუდენტებს.