„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ – ამ სახელწოდების ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო.
ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, და Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, ვებ- საიტებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv , განთავსდა სარეკლამო ინფორმაცია, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.
ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია “TRIBE INTERNATIONAL’ ორგანიზებით ხორციელდება.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს.