ფრანგული შოკოლადების კომპანია „Chocolat Pupier“ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის ქნმიდა საკოლექციო ბარათებს ქალაქების, ქვეყნების თუ სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიული ჩანახატების გამოსახულებით.
ბარათები გაყიდულ შოკოლადებთან ერთად უფასოდ ვრცელდებოდა. საკოლექციო ალბომის შეგროვების შემთხვევაში კი მომხმარებელი კომპანიისგან საჩუქარს იღებდა. საკოლექციო ბარათებს შორის იყოს კავკასიის თემატიკაზე შექმნილი ცხრა ბარათი. თითოეულ მათგანს უკანა მხარეს ახლდა სურათის მოკლე აღწერა ფრანგულ ენაზე.
ბარათებს შორის არის: თბილისის აბანო, ბაზარი თბილისში, მეთევზე, დარიალის ხეობა, კავკასიის რუკა, კავკასიური ტიპაჟები, ნავთობის ჭაბურღილი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაქოში, მუშათა კლუბი ბაქოში.
კოლექცია ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის (CSEM) არქივში.
წყარო: CSEM