თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, 30 ივნისს განახლებული ექსპოზიციით გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
დამთვალიერებლებმა მუზეუმში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან:
მუზეუმის შესასვლელში მოხდება ვიზიტორების თერმოსკრინინგი და ხელის სადეზინფექციო სითხით დამუშავება;
სავალდებულოა მუზეუმის შესასვლელში დეზობარიერის გამოყენება;
დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის გამოყენება;
აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა (2მ.);
გიდით მომსახურების შემთხვევაში ტურის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 საათს, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა არის 10, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით;
მუზეუმის პერსონალის მხრიდან მკაცრად იქნება გაკონტროლებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი.
რეკომენდებულია თანხის პლასტიკური ბარათით გადახდა.