27 ივნისს, 18 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება საქველმოქმედო საღამო, სადაც ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხებათ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები, პოეტები და სხვა საინტერესო ხელოვანები.
მუსიკოსები: მუსიკალური დუოს Healer Twins-ის წარმომადგენელი თეა შენგელაია და კახა გვალია (პოეტი), გია ნიკოლაძე, პანჩო ლევან მგალობლიშვილი, გია თოიძე, ქრისთოფერ მენინგი (ამერიკელი/ადგილობრივი მუსიკოსი), გურამ ლალიაშვილი და სხვები..
პოეტები: საშა გველესიანი, ნინო ალადაშვილი, გაგა გომართელი, კახა შალამბერიძე, დათო გაბისკირია, ქეთე ვანი, ბექა რამიშვილი,დოროთეა, კახა გვალია.
მხატვარი ტარიელ სოზიაშვილი (ლაივ დახატვა- სინთეზური არტი)