დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს, – ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში.
ცენტრის მუშაობის გრაფიკი შეგიძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე: https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php
თუ გსურთ ახალი სავიზო განაცხადის შევსება და განთავსება, ასევე ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა, შესაბამისი ონლაინ რესურსი უკვე ფუნქციონირებს.
თუ თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ სავიზო განაცხადი და პასუხს ელოდებით გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურიდან, ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ, რათა ცენტრში ვიზიტი დაგეგმოთ.
ცენტრში ვიზიტისას საჭირო იქნება კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის ტემპერატურის გაზომვა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, 8 ივნისიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას ახალი წესები მოქმედებს.
სრული ინფორმაცია, საჭირო ბმულები, სავიზო ფორმები და ა.შ. იხილეთ სავიზო სააპლიკაციო ცენტრის გვერდზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არ გასცემს დიდი ბრიტანეთის ვიზებს და არ იძლევა კონსულტაციებს ვიზებთან დაკავშირებით.