პოლონეთში ღონისძიება „დამზადებულია ქვევრში“ გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო;
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის – “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა; მოეწყო კლასიკური და ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია;
„დამზადებულია ქვევრში“ – ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით გაიმართა და ის კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში;
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.
.