„საქართველოში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევები დაფიქსირდა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ქვეყანაში სწრაფად მიიღეს საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის დაზარალებულ ქვეყნებში.
1 ივლისიდან, საქართველო, ზოგიერთი ქვეყნისთვის, საზღვარს გახსნის და საკუთარი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით რიგ ზომებს გაატარებს”, – ნათქვამია Lonely Planet-ის სტატიაში.
საქართველოს გარდა, სტატიაში საუბარია საბერძნეთზე, რუმინეთზე, ხორვატიასა და პორტუგალიაზე.