აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული არქივი მის ფონოჩანაწერს წარმოგვიდგენს – “მიმართვა ახალგაზრდობას” (1913)
“გამარჯობათ თქვენი, ახლად მომავალნო. მე უკვე მიმავალი გეთხოვებით და ვსწუხვარ, რომ საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ, გარდა მარტო ხვეწნა–ვედრებისა: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ერი – როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება. მაგრამ იმისთანა სიყვარულში კი, რომელსაც სარჩულად სიმართლე და გულწრფელობა უდევს. უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და მშრომელს არა აქვს უფლება სთქვას: უფალი ჩემთანაა, ალილუია”.
გამოყენებულია კინოკადრები ფილმიდან: “აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში” (1912)