ლისის ტბის ტერიტორიაზე და ახალ იპოდრომზე „დრაივ-ინი“ იქნება – მათი გახსნა ივლისის შუა რიცხვებიდან იგეგმება.
ეს იქნება კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, სადაც ფილმების ყურებას ავტომობილიდან შეძლებთ.
Cavea-ს თეატრების ქსელი ახალი ფილმების პრემიერების პარალელურად მაყურებელს სხვა ღონისძიებებსაც შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე კინოთეატრები გათვლილი იქნება მინიმუმ 200 ავტომობილზე. ასევე სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი ველოსიპედისტებისთვის, მოტოციკლისტებისთვის და უტრანსპორტო მაყურებლებისთვის. ტერიტორიას დაცვა გააკონტროლებს.