შვედეთის ქალაქ გეტებორგის ყოველდღიურ გაზეთ «Göteborgs Posten» გამოქვეყნდა ღვინის ექსპერტის, მარი ოსკარსონის სტატია “შემდეგი ღვინის ტური – საქართველოში”.
ოსკარსონი სტატიაში ქართულ მეღვინეობაზე, ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდზე, სამზარეულოსა და ტრადიციებზე საუბრობს.
ღვინის ექსპერტი ამბობს, რომ ის აუცილებლად გაიმეორებს ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის („ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ წიგნის ავტორი) გზას და პირველივე შესაძლებლობისას ეწვევა საქართველოს ქართული ღვინის და კულტურის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად.