თურქეთში საქართველოს საელჩო, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
“კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში:
ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.” – ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
- ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08