თურქული მხარის გადაწყვეტილებით, მ/წლის 1 ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და მ/წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად. – ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1 ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22