წელს კანის კინობაზრობა 22-26 ივნისს ვირტუალურად გაიმართება.
ინდუსტრიულ პროგრამაში CannesDocs შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით “მცხუნვარე მზეზე” მონაწილეობს.
24 ივნისს ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება პროექტ CircleWomen-ის ფარგლებში და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.