საქართველო IEP-ის რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა

საქართველო IEP-ის რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 95-ე ადგილს იკავებს გაბონთან ერთად, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მსგავსი ქულები (2 116) დააგროვა.

რეიტინგი სამი მაჩვენებლის საფუძველზე დგება: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტები და ქვეყნის მილიტარიზაცია.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 154-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 120-ზე, ხოლო სომხეთი 99-ე პოზიციას იყოფს მოზამბიკთან ერთად.

IEP-ს ჩამონათვალში სულ 163 ქვეყანა შედის და ის მსოფლიოს მოსახლეობის 99,7%-ს მოიცავს.