საფრანგეთის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დაიცვან საფრანგეთში გამგზავრებისას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და ბრიტანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ანდორის, მონაკოს, წმინდა საყდრის, სან-მარინოსა და შვეიცარიის მოქალაქეებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს შეუძლიათ საფრანგეთში დაბრუნება, თუ ისინი საფრანგეთის მაცხოვრებლები არიან ან საფრანგეთის გავლით ბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საფრანგეთში ბინადრობის მოქმედი ბარათი, მათ შორის ბინადრობის ბარათის იდენტური გრძელვადიანი ვიზა, ნებადართულია საფრანგეთში შესვლა.
გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 მაისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.
თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, რასაკვირველია, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს.
საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, აუცილებელია, შეავსოთ და თან იქონიოთ ორი დოკუმენტი :
“საერთაშორისო გადაადგილების ცნობა საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესასვლელად” და სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სამსახურებთან საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, მათ შორის სარკინიგზო გადაადგილებები.