11 ივნისს, 18:00 საათზე, გაიმართება კავკასიის ჰუმანიტარულ და სოცალურ მეცნიერებათა სკოლის დისტანციური ლექცია თემაზე – “Covid 19-რეალობა – რომელიც ხელიდან გვისხლტება. პანდემიის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია”.
შეხვედრას გაუძღვება ძალიან საინტერესო სპიკერი – გიგა (შალვა) მამინაშვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიზის მაგისტრი, ასოციაციის “პარიზის ფსიქოანალიტიკური სივრცე” წევრი, ასოციაციის “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე” დამფუძნებელი.
ლექციის ფარგლებში, სპიკერი იმსჯელებს პანდემიაზე, როგორც სოციალურ და სანიტარულ, ამავე დროს სოციო-ფსიქიკურ და სამედიცინო მოვლენაზე, რომელიც წარმოადგენს გადაკვეთის ადგილს სუბიექტურსა და კოლექტიურს, სოციალურსა და ფსიქიკურს შორის.
თუ გსურთ, მოისმინოთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, დარეგისტრირდით ბმულზე.