თითქმის ხუთი თვის შემდეგ, გერმანიიდან ასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაბრუნდა. ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის საელჩო თბილისში.
გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Airbus A 310 „კურტ შუმახერმა“ ისინი ბერლინიდან თბილისში ჩამოიყვანა. აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შტაბი დახვდა. ქართველებს გერმანიის ფედერალურ მიწა მეკლენბურგ-ფორპომერნში 41-ე სატანკო გრენადერთა ბრიგადის ტრენერები ავღანეთში მისიის შესასრულებლად ამზადებდნენ.
ჯარისკაცებს თავდაპირველად კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო შემდეგ დამსახურებულ შვებულებას გაატარებენ თავიანთ ოჯახებთან ერთად.