ფოტოხელოვანისა და ეკოაქტივისტის გოგა ჩანადირის ექსპერიმენტმა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაიგეგმა და განხორციელდა, სტარტი წარმატებით აიღო. ახალ ეკოპროდუქტს, რომელსაც „მწვანე ბლოგი“ ეწოდება, მოხალისეები მალევე გამოუჩნდნენ და პროექტში მონაწილეობასაც სიამოვნებით დათანხმდნენ. როგორ ჩაიარა პირველმა ექსპერიმენტმა და რა დროში გამოჩნდნენ „ეკოდამცველები“, ამას ვიდეობლოგში იხილავთ.
,,ეს არ არის ორგინალური იდეა, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოშიც გაგვეკეთებინა. იდეა არის ის, რომ ვაგდებთ ნაგავს სკვერსა და ქუჩაში, შემდეგ ველოდებით ადამიანს, რომელიც აიღებს და მას ნაგვის ყუთში ჩააგდებს. ვნახოთ, არიან თუ არა გარემოს მოყვარული ადამიანები ჩვენს ირგვლივ და გამოირჩევიან თუ არა ისინი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. თუ ჩვენ ასეთი ადამიანი შეგვხდება, მას საჩუქარად ,,ეკო სითისგან“ 10000 ლარიან ვაუჩერს და მცენარეულ სასმელს ,,KAI“ გადავცემთ“, – ამბობს ვიდეობლოგის დასაწყისში გოგა ჩანადირი. რამ გააოცა ბლოგერი ექსპერიმენტის დროს და რამდენ ხანში გამოჩნდნენ პირველი მოხალისეები, ნახეთ ვიდეო ბლოგი.
ცნობისთვის, „მწვანე ბლოგი“ “ქართული კვირისა” და “ეკო სითის” ერთობლივი პროექტია, რომელსაც სიამოვნებით შეუერთდა ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი გოგა ჩანადირი, სწორედ ის მოამზადებს ყოველკვირეულ ბლოგებს, რომლებშიც ეკომნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს შეეხება. თუმცა, მკითხველისა და მაყურებლის ჩართულობა მხოლოდ ბლოგებზე თვალყურის დევნებით არ შემოიფარგლება და პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი, მათ შორის ქართველი ემიგრანტებისთვისაც.
პროექტის მხარდამჭერი “ეკო სითი მეტი დეველოპმენტისაგან” წლებია, ეკომეგობრულ საცხოვრებელ უბნებს აშენებს და მავნე ჩარევისაგან გარემოს დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის ნაწილია.
რუბრიკის მხარდამჭერია საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი”, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს