,,მედიატორი“ – ამ სახელწოდებით მედიაპორტალს ,,ქართული კვირა” კიდევ ერთი ახალი პროექტი შეემატა. ვიდეო ბლოგი ქართველი ემიგრანტების, მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების ირგვლივ ერთიანდება. ვლოგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ემიგრაციაში მყოფი საინტერესო ადამიანები იქნებიან. ,,ქართული კვირის“ ჟურნალისტი ანანო ლებანიძე აქტუალურ საკითხებს მათთან ერთად განიხილავს. პირველი ვლოგის სტუმარი აშშ-ში, ასოციაცია ,,თვისტომის“ დამფუძნებელი და „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე იქნება.
პანდემიისა და კორონავირუსის გავლენა ამერიკაზე და იქ მცხოვრებ ქართველებზე – რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და რა მწვავე პრობლემების გადაჭრა უწევთ ჩვენს ემიგრანტებს ასეთ პირობებში, ასევე „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პირველი წარმატებული პროექტის, კრიზისის ცენტრების შედეგებსა და ასოციაცია ,,თვისტომის“ სამომავლო გეგმებზე იქნება პირველ ჩართვაში საუბარი.