„მე რომ დავიბადე თბილისში, სამშობიაროში, დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე დღეში ტყიბულში წავიდნენ სამუშაოდ. დედაჩემი, როგორც ახალგაზრდა ექიმი, სწორედ იქ გაანაწილეს, მამაჩემს კი გუნდი ჰყავდა ტყიბულში. მოკლედ, 5 ივნისს დავიბადე, მაგრამ მხოლოდ ცხრა ოქტომბერს „გამაფორმეს“, ამიტომაც, დაბადების მოწმობაში მიწერია 1935 წლის 9 ოქტომბერი, ქალაქი ტყიბული“.
დღეს საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის დაბადების დღეა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს 85 წელი შეუსრულდა.