გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა 144 ქართველ მოსწავლეს, სასწავლო წლის დასასრულს, გერმანული ენის მე-2 საფეხურის დიპლომის მიღება მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ 144 ქართველ მოსწავლეს, რომლებმაც სასწავლო წლის დასასრულს მიიღეს გერმანული ენის მე-2 საფეხურის დიპლომი!
გერმანული ენის დიპლომი არის გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის აუცილებელი საბუთი. საქართველოში 16 სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს გერმანული ენის სწავლის გაძლიერებულ პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელია გერმანული ენის დიპლომის მიღება.
წელსაც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 1999 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართება, მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდი და მხიარული ღონისძიება წელს კორონა-ვირუსის პანდემიის გამო ვერ ჩატარდება.
ყველა ახალგაზრდას, რომელმაც მე-2 საფეხურის ენის დიპლომი მიიღო, ვულოცავ ამ დიდ წამატებას! მათ მასწავლებლებს კი მადლობას ვუხდი წარმატებული მუშაობისათვის!
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავლისათვის!“