მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო პორტალმა „Condé Nast traveller“- მა ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩია.
„ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობაზე? მაშინ შესაძლებელია გაემგზავროთ ამ ქვეყნებში – მალდივები, საქართველო, საბერძნეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი.“
„საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 16 ივნისს იწყებს და თან ემზადება 1 ივლისს ტურისტების მისაღებად. იმისთვის, რომ ის გახდეს ერთ – ერთი პირველი ქვეყანა ვინც უცხოელ ტურისტებს მიიღებს, საქართველოში უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები მიიღეს, რათა ტურისტებმა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნონ.“ – ნათქვამია სტატიაში.
საქართველო 1 ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, პირველ რიგში საზღვრები ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის გაიხსნება.