Ex Oriente Film იმ დოკუმენტური ფილმების პროექტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ტრენინგ პროგრამის 2020 წლის გამოშვებაში მიიღებენ მონაწილეობას. 12 რჩეულ პროექტს შორის არის “ღიმილიანი საქართველო” (რეჟისორი – ლუკა ბერაძე, პროდიუსერები – ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე).
Ex Oriente Film ტრენინგ პროგრამაა, რომელიც ფოკუსირებულია დოკუმენტური ფილმების განვითარებაზე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ უცხოელ ტუტორებს შორის არის ქართველი რეჟისორი – სალომე ჯაში.