საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ნინომ 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა, ნინო ხომერიკმა კი მეოთხე შედეგი აჩვენა.
ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში საქართველოდან სხვასხვა ეტაპზე 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
წყარო: კრისტალსპორტი