COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე, შემოსვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 15 ივნისამდე.- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
შეზღუდვები დაწესებულია სახმელეთო და საჰაერო მოძრაობაზე, გარდა ტვირთების გადაზიდვებისა და ჩარტერული რეისებისა.