პირველად ქართულ ტელესივრცეში, სპექტაკლის პრემიერა პირდაპირ ეთერში, მაყურებლის გარეშე შედგება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. „თამაშის დასასრული“ – ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა.
დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, მხატვარი მირონ შველიძე, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძეა. მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით უფლისაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, გაბრიელ ბარბაქაძე. მსოფლიო ტელეპრემიერა 7 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში შედგება.