მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი მოთხოვნაა თავდაცვის საშუალებებზე და გარკვეული დროის მანძილზე მათი შეძენა შეუძლებელიც იყო, თუმცა საქართველოში მალევე დაიწყეს პირბადეების კერვა და დღეს უვე ისეთი რაოდენობით იწარმოება, რომ შესაძლებელია მისი საზღვრებს გარეთ გატანა.
ქართული წარმოების დამცავი პირბადეებით აშშ–ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში დაინტერესდნენ. საქართველო სამედიცინო პირბადეების ექსპორტს გეგმავს
„იმდენად გაჯერდა საქართველოს ბაზარი, ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, (პირბადეები) გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, როგორც დღეს ითქვა, დიდი რიგები დგას ამის გამო, არის უკრაინაში მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად ორ თვეში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.