28 მაისს დაიბადა საქართველოში თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებელი – იაკობ ნიკოლაძე.
ამ დღეს, 17 საათზე, ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ ონლაინ შეხვედრას ეროვნული გალერეის მმართველ ეკა კიკნაძესთან და იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერ გურამ ნიკოლაძესთან.
ლექციაზე საუბარი იქნება იაკობ ნიკოლაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; გურამ ნიკოლაძე წარმოგიდგენთ სახლ-მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებსა და მოქანდაკის სამუშაო იარაღებს.
ლექცია საინტერესო იქნება როგორც ქანდაკებით დაინტერესებული – დამწყები მოქანდაკეებისთვის, ისევე მათთვის, ვისაც უყვარს ქანდაკება და ქართული სახვითი ხელოვნება.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.