GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 და 31 მაისს გიწვევთ თბილისის წიგნის პირველ ვირტუალურ ფესტივალზე!
ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ტრადიციულ შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.
თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალის წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი გამომცემლობა, თუ წიგნის მაღაზია მონაწილეობს. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება გამომცემელთა ასოციაციის ვებგვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში.
თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00 საათზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.