ინოდეთში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, “Vande Bharat Mission”-ის პროგრამის ფარგლებში, ხვალ დელი-თბილისი-დელის ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, ავიაკომპანია Air India-ს რეისით 15 მოქალაქე დაბრუნდება. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის 18 მოქალაქეც.