თამთა კოსტავა (მერაბ კოსტავას ქალიშვილი) მოგონებებიდან:
” ერთხელ, ეზოში ვთამაშობდით ბავშვები. ერთი ბავშვი ამბობს, მამაჩემი რუსეთშია და რომ ჩამოვა, საჩუქრებს ჩამომიტანსო. სახლში ავედი და დედაჩემს ვეკითხები, მამა რომ ჩამოვა, რას ჩამომიტანს-მეთქი. მაშინ მამაჩემი ციმბირში იყო გადასახლებული. დედაჩემმა მითხრა – იდეებსო. არ ვიცოდი, ეს სიტყვა რას ნიშნავდა, ჩავედი ეზოში და ბავშვებს გახარებული ვეუბნები: მამაჩემი რომ ჩამოვა, იდეებს ჩამომიტანს-მეთქი.”