ძველი იუმორი. ნაკვესი…
“დალაქები, მოგეხსენებათ, ოხუნჯები არიან. პარიკმახერებიც იგივე დალაქები არიან, მხოლოდ ხარისხით აღმატებულნი.
ქალაქში ერთს ამისთანა პარიკმახერთან შევიდა ერთი წარჩინებული კაცი თავის გასაკრეჭად. თუმცა, ეს კაცი მელოტი იყო, მაგრამ თითო-ოროლა მუჭა თმები აქა–იქ კიდევ შერჩენოდა. რომ გაათავა, ჰკითხა პარიკმახერს:
– რა უნდა მოგცეო? – ექვსი შაურიო.
– მეც ექვსი შაური და ვისაც თავი თმით სავსე აქვს, იმასაც ექვსი შაურიო, ეხუმრა გაკრეჭილმა.
– თუ მათქმევინებთ, თქვენ უნდა მეტიც გამოგერთოსთ: მაგოდენა ტიტველა მინდორზედ თმა გასაკრეჭად თვითო ბეწვობით აქა-იქ უნდა ვეძებოვო, – უპასუხა სიტყვა მოსწრებულმა პარიკმახერმა ხუმრობითვე.
გაზეთი „ივერია“, 1886 წლის 23 ნოემბერი.”
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.