ვინ იყო სინამდვილეში დათა თუთაშხია? – ჭაბუა ამირეჯიბი ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ ნაწარმოები რეალური პირების მოგონებების მიხედვითაა შექმნილი. როდესაც მწერალი ციხეში იჯდა, სწორედ იქ გაიცნო დათა თუთახშიას პროტოტიპი – გუძა შელია და მისი მონაყოლის მიხედვით რომანი „დათა თუთაშხია’’ დაწერა.
გუძა შელია წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში დაბადებულა. გვარი თუთაშხია მეჯოგეების გვარია. თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს – მთვარის დღეს ნიშნავს. ისინი მეჯოგეობით ირჩენდნენ თავს, თუმცა აბრაგოქბდნენ კიდეც. იმ დროის საქართველოში ეს არავის უკვირდა. აბრაგები ძირითადად წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ.
არსებობს ვერსია, რომ დათა თუთაშხია თავისი დის – ელე შელიას გამო გააბრაგდა.
სხვათა შორის, წიგნში ბევრი ეპიზოდია ამოღებული, რადგან იმ დროინდელ ხელისუფლებას ეს არ “აწყობდა”.
გადმოცემით, გუძა შელია იყო საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად წარმოსადეგი, ლურჯი თვალებით, კეხიანი ცხვირით, შავი ფერის ჩოხები და ცხენების ხშირი გამოცვლა უყვარდა. რამდენიმე ქალბატონთან ჰქონდა ფლირტი. ერთ-ერთი ვერსიით, დათას ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ნანოც არ იყო გულგრილი, თუმცა მას ქმარი ჰყავდა და ამით დასრულდა ეს ისტორია.
გუძა სინამდვილეში საკუთარ შვილს არ მოუკლავს, ის პატიმრობაში 1948 წელს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.