ფრანგული რადიო, FranceMusique ქართულ ფოლკლორს საინტერესო გადაცემას უძღვნის. წამყვანი ქართული მრავალხმიანი მუსიკის უნიკალურობის, მისი მრავალფეროვნებისა და საუკუნეებით შენარჩუნებული ტრადიციის შესახებ უყვება მსმენელს:
“საქართველოში იშვიათად მღერიან მარტო, მით უმეტეს, უნისონში – ეს პოლიფონიური სიმღერის ქვეყანაა. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი მუსიკალური ტრადიცია გააჩნია, თითქოს მათი სიმღერა გენებშია კოდირებული. კოდები კი კუთხისა და მხარეების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ყველა შემთხვევაში ატარებს განსაკუთრებულ ხიბლს – რაღაც აღმოსავლურისა და დასავლური ნაზავს, რაღაც საუცხოოს – მრავალფეროვანი გავლენით.
ქართული მრავალხმიანი სიმღერები ერთდროულად არის რიტუალური,ეპიკური და პოპულარული და იგი სრულდება ყოველთვის- მუშაობისას, ეკლესიაში და დაკრძალვაზეც კი.
საქართველოს განსაკუთრებული ისტორია აქვს თავისი ტრადიციული მუსიკით, მას შემდეგ, რაც მან სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან ადრე დაიწყო მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ჯერ კიდევ 1860 წელს შეიქმნა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა რუსეთის მიერ აკრძალული ყველა რელიგიური სიმღერის აღდგენაზე.
საეკლესიო სიმღერების შენარჩუნების ეს სურვილი ასევე ეხებოდა პოპულარულ მუსიკას. მაგალითად, ფონდთან ერთად 1885 წელს შეიქმნა ქართული ეთნოგრაფიული გუნდი – საერო სიმღერების გაძლიერების მიზნით.” – ამბობს რადიოგადაცემის წამყვანი.
France Musique არის საფრანგეთის ეროვნული საზოგადოებრივი რადიო არხი, რომელიც რადიო საფრანგეთს ეკუთვნის.