როგორც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი ჟანჯღავა წერს, ქვეყანაში სამკურნალოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეებისათვის 20 მაისიდან შეზღუდვები მოიხსნება, ასევე გადაიხედება მათი თანმხლები პირებისათვის დაწესებული რეგულაციებიც.
„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს”, – წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.