The Washington Post საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში პატარა ქვეყნები უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ.
„საქართველო სიმშვიდის კუნძულად იქცა, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 3,75 მილიონი მოსახლეა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა“, – წერს გამოცემა.