დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოც უერთდება.
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საკუთარი ვირტუალური ვერსია შექმნა, რომლის დათვალიერებაც სახლიდან ონლაინაა შესაძლებელი.
„360 გრადუსიან ფორმატში წარმოდგენილ მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას – აღმოაჩინეთ საქართველოში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები, „პირველი ევროპელები“, ქრისტიანობამდელი და შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხელოვნება, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ღვინის ისტორია, ქართული სამოსელი და სხვა უნიკალური კოლექციების ისტორიები“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
ვირტუალურ ტურებთან ერთად ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სოციალურ ქსელებში სთავაზობს სამუზეუმო კოლექციების კადრებს, არქივებს, სტატიებს და ონლაინ-ლექციებს კულტურული მემკვიდრეობაზე.
ასევე, დღეს საზოგადოება პირველად გაიცნობს კიდევ ერთ ახალ მუზეუმს, რომელიც ქვემო ქართლის სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. ის გახლავთ XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელი.
ფესტივალი 24 მაისამდე გაგრძელდება.