საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამჯერად უკვე მეორე ვირტუალური გამოფენა მოამზადა სახელწოდებით “ერეკლე II და მისი გამოცემები”.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ერეკლე II-ის მიერ თბილისში აღდგენილი ქართული სტამბის მნიშვნელოვანი გამოცემები, აგრეთვე ერეკლე II-სთან დაკავშირებული ორი უნიკალური გამოცემა: მის სტამბაში მომზადებული და პეტერბურგში 1783 წელს დაბეჭდილი გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი მოთხოვნით აკრძალული პეტერბურგში დაბეჭდილი ამილახვრის გეორგიანული ისტორია.
აღნიშნული წიგნი წარმოადგენს პირველ აკრძალულ წიგნს, რომელსაც ქართველი ავტორი ჰყავდა. ეს გამოცემა აკრძალული იყო 1783 წლიდან 1801 წლამდე.