კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში .
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
- ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08