პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში პირველად, საქართველოში 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად უმასპინძლებს.
2022 წლის კონგრესის თემაა “მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები”.
მასშტაბური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის ვორქშოპები და თემატური შეხვედრები გაიმართება, რომლებსაც მსოფლიო ლიტერატურის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ლიტერატორები, კრიტიკოსები და მწერლები დაესწრებიან.