გალაკტიონ ტაბიძის დღიურში 1925 წელს ჩაწერილ საინტერესო სიას წააწყდებით, პოეტი 30 თანაბრად ძლიერ გრძნობას გამოყოფს – სია სიყვარულით იწყება და სიძულვილით სრულდება. პოეტის აზრით, ორივე გრძნობა თანაბარი სიძლიერისა უნდა ყოფილოიყო.
2. მუსიკის სიყვარული.
3. სასმელები: ღვინო.
4. სიყვარული ქალებისა.
5. თეატრებისადმი სიყვარული.
6. თავმოყვარეობის გრძნობა – დუელებით.
7. სიყვარულის გრძნობა – რევოლჲუციისადმი.
8. დედისადმი სიყვარული.
9. თანდაყოლილი მორცხვობა.
10. მეგობრობა.
11. სიყვარული საქართველოსადმი.
12. თავმოყვარეობა.
13. ბრძოლისადმი წყურვილი.
14. სარწმუნოება.
15. კეთილშობლიურობა.
16. თავისი ღირსების გრძნობა.
17. სიყვარული სწავლისადმი.
18. ფანტაზია.
19. სულიერი ნება.
20. ცნობის მოყვარეობა.
21. შემოქმედების სიყვ.
22. მეხსიერების ქონა.
23. რამდენად ძლიერი იყო ესა თუ ის გრძნობა, იმდენად სწრაფად ეცემოდა იგი.
24. Утонченная впечатлительность.
25. სიახლე შთაბეჭდილებათა.
26. სიდიდე მოთხოვნილებათა.
27. სწავლის სურვილის გრძნობა იმდენად ძლიერია…
28. დაჩვევა…
29. Способность глубоко чувствовать страдания.
30. სიძულვილის გრძნობით…
გალაკტიონის დღიური
1925 წელი