რამდენიმე დღის წინ ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მართალია, ზეიმი პომპეზური ვერ გამოვიდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი სოციალიზმსა და საბჭოთა კავშირზე ამ დღეს მაინც დავინახეთ. ქვემოთ მოცემული რამდენიმე პუნქტი “რკინის ბელადის” ცხოვრებიდან კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს ვინ იყო იოსებ ჯუღაშვილი, თვლიდა თუ არა თავს ქართველად და ზოგადად, რა მოუტანა მისმა მმართველობამ საქართველოს. რამდენიმე ფაქტი “ბელადის” ცხოვრებიდან თორნკიე როინიშვილმა შეკრიბა:
გრიგოლ რობაქიძე: “სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“
სტალინმა გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე მარშალ პაველ რიბალკოს კითხვაზე იყო თუ არა ქართველი, უპასუხა: მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი ქართული წარმოშობის.
სტალინი – ორჯონიკიძეს: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია.
საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი!
საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდე მცხოვრებით!
საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. მას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს.
როცა სტალინს უთხრეს ლევან რაზიკაშვილზე რომ ის ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“!
სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი: “საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი!”
თბილისიდან მოსკოვს ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს: „სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია“!!!
გადაგვარებული ქართველი მტერზე დაუნდობელია – ამასაც ჩვენი ისტორია გვასწავლის…