ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა, დასახული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად, ასევე მოიცავს თავმჯდომარეობის კულტურულ პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, 2020 წლის მარტის დასაწყისში, სტრასბურგის კინოთეატრ Odyssée-ში ფართო აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა 6 ქართული ფილმის ჩვენებას.
Covid-19 პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავმჯდომარეობის ღონისძიებათა სრულმა კალენდარმა განიცადა შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ასევე შეეხო დაგეგმილ კინოჩვენებებს. ქართული კინოხელოვნების მიმართ გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, ფართო აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა 9-15 მაისის პერიოდში, იხილოს დარჩენილი კინოფილმები, რომელიც განთავსდა საქართველოს თავმჯდომარეობის ვებ-გვერდზე.