“სადაც ქართველი კაცი მარხია, ყველგან პატარა საქართველოა” – კადრები ვენის სასაფლაოდან

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ დღეს მიაგებენ პატივს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

მსოფლიო პანდემიის გამო მემორიალებსა და ჯარისკაცთა საფლავებთან დღეს ხალხმრავლობა არ შეინიშნება, თუმცა რამდენიმე ადამიანმა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მოახერხა, ომში დაღუპული მეომრებისათვის პატივი მიეგო:

“ჩემი მეგობარი მერაბ ღვინაძე 25 წელია, ყოველწლიურად მიდის ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე, 1945 წლის მაისში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის – ვლადიმერ გილიგაშვილის საფლავზე… და ამით პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას…

ეს ჯარისკაცი საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის როლანდ გილიგაშვილის ბიძა გახლავთ და ვლადიმერის მსგავსად, უამრავი ქართველი განისვენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქის სასაფლაოებზე..
აქვე, ქართველი ჯარისკაცის ახლოს, ავსტრიის ცნობილი პიროვნებების სამუდამო სასუფეველია.

“სადაც ქართველი კაცი მარხია, ყველგან პატარა საქართველოა”… ჰოდა, მადლობა ყველა ქართველს, ვინც ამ პატარა საქართველოს არ ივიწყებს მერაბ ღვინაძე – მადლობა და მიყვარხარ!

“9 მაისის სევდა” – ექსკლუზიური კადრები ვენის ცენტრალური სასაფლაოდან “,- წერს მაკო ფურცელაძე

მაკო ფურცელაძის ფოტოები: